საქართველოში, შესაძლოა, პირველიშორეული საავიაციო ტურისტული რალი გაიმართოს. ღონისძიება 2016 წელს იგეგმება. რალის გამართვის შესაძლებლობებისშესწავლა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსხელმძღვანელ პირებთან ლუქსემბურგისსაჰაერო ხომალდების მფლობელთა დაპილოტთა ასოციაციის (UPL-AOPA) წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რალი საჰაერო ხომალდების მფლობელთადა პილოტთა ევროპაში მოქმედი ყველა ასოციაციის (AOPA’ს) მონაწილეობით იგეგმება,ღონისძიებას ორგანიზებას კი ლუქსემბურგის ასოციაცია “Uნიონ დეს Pილოტეს Lუხემბოურგეოის”გაუწევს, რომელიც თავის მხრივ 330 პილოტსა და საჰაერო ხომალდის მფლობელსაერთიანებს.
ასოციაციის წარმომადგენლებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პირველი პირებისაგანმიიღეს ინფორმაცია ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის და სამოქალაქო ავიაციისსფეროში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს ირგვლივ. მხარეებმა ისაუბრეს საავიაციო რალისგამართვის როგორც ტექნიკურ ისე ორგანიზაციულ მხარეზე.
როგორც UPL-AOPA-ის წევრებმა აღნიშნეს, რალიში მონაწილეობის მსურველი მფრინავებისგარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა, ადგილზე, ქართული ავიასაწარმოებიდან იქირავონ საჰაეროხომალდები. აღნიშნულთან და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებითმიმდინარე ვიზიტის ფარგლებში მათ მიერ იმართება შეხვდერები ქართულავიაკომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ასევე, იგეგმებასაქართველოს რეგიონების მონახულება ერთ ძრავიანი თვითფრინავებით.
წყარო:
commersanrt.ge