ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქმიანი მოგზაურობის ხარჯები ევროპაში 2025 წელს გაიზრდება
05 დეკემბერი, 2023

გლობალური ბიზნეს მოგზაურობის ასოციაციის (GBTA) და Visa-ს ანგარიშის მიხედვით, 2025 წლისთვის ევროპაში საქმიანი მოგზაურობის ხარჯები პანდემიამდელ დონეს გადააჭარბებს და დაახლოებით $414.9 მილიარდს მიაღწევს. ანგარიშის მომზადებისას გათვალისწინებული იყო 125 event-სპეციალისტის პასუხი.

კვლევაში ნათქვამია, რომ ევროპის რეგიონი ერთადერთია, სადაც მოგზაურობის ბიუჯეტი 2021 წელს შემცირდა. თუმცა, 2022 წელს აქ დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი – 93,5%-მდე.

„ჰიბრიდული სამუშაო გარემო და ფოკუსირება მდგრადი მოგზაურობის ვარიანტებზე ცვლის ჩვენს ინდუსტრიას, განსაკუთრებით პოპულარულია მულტიმოდალური მოგზაურობები“, – თქვა კეტრინ ლოგანმა, GBTA-ს EMEA და APAC-ს რეგიონულმა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა,

თუმცა, დასავლეთ ევროპა, რომელიც ევროპული საქმიანი მოგზაურობის ხარჯების 88%-ს შეადგენს, აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით უფრო ძლიერი აღდგენა აჩვენა.

ანალიტიკოსების აზრით, პერსპექტიული ზრდის მიუხედავად, რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ევროპაში საქმიანი მოგზაურობის გრძელვადიან პერსპექტივაზე. ეს მოიცავს გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, ეკონომიკურ გამოწვევებს, მდგრადობის ინიციატივებს და ინდუსტრიის ტექნოლოგიების მიღებას. შენელების სხვა შესაძლო მიზეზები მოიცავს დისტანციური თანამშრომლების ზრდას და ინტერმოდალური მოგზაურობის ზრდას.

ექსპერტები ამბობენ, რომ საქმიანი მოგზაურები ადაპტირდებიან ამ ცვლილებებთან. GBTA-ს 1176 ევროპელი საქმიანი მოგზაურის გამოკითხვის მიხედვით, მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქმიანი მოგზაურობა სასარგებლოა ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.