ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურების რაოდენობა 13.4 პროცენტით გაიზარდა
15 აგვისტო, 2019

2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 2.2 მილიონი შემოსვლა, რაც 13.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, — ეს საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციაა.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების  მიერ განხორციელებული ვიზიტების  რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45 პროცენტი,  31-50 წლის მოგზაურია.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.