სს „სარაჯიშვილი“ აქციონერთა რიგგარეშე კრებას იწვევს.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აქციონერთა რიგგარეშე კრება 9 ოქტომბერს, 14:00 საათზე გამართება.
სს სარაჯიშვილის სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმაციით, რიგგარეშე კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. 2018 წლის სამეურნეო – საფინანსო შედეგების განხილვა – დამტკიცება (მომხსენებლი ზურაბ ბუბუტეიშვილი) .
2. 2018 წლის წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება (მომხსენებელი გიორგი ნატროშვილი) .
3. სს „სარაჯიშვილის“ წესდებაში ცვლილების შეტანა (მომხსენებელი თენგიზ ჯაფარიძე) .
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა (მომხსენებელი გელა შენგელია) .
5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება (მომხსენებელი თენგიზ ჯაფარიძე).
bm.ge