თბილისი ჩვენს გაოცებას აგრძელებს, ეს ტურიც მაგ სერიიდანაა….
აქვე, ჩვენს გვერდით, ქალაქში, სამოთხე არსებობს, ოაზისი, სადაც შეგიძლია ერთდროულად დაისვენო, მოდუნდე, ისიამოვნო და გათბე…
ეს ოაზისი დავით სარაჯიშვილის საფირმო კონიაკის ქარხანაა.
ქარხანაო, რას გაიფიქრებ რომანტიულს ადამიანი? ვერც ვერაფერს! ხოდა, იფიქრეთ, ყველა ფანტაზია მოიშველიეთ სამოთხის ბაღით, "ანგელოზების წილი " ჰაერით, ეს განსაკუთრებით მომწონს, მართლა ეგრეა და იმიტომ.
შთამბეჭდავი ინფო-ტური, უფრო ზუსტად მასტერკლასი, არა, არა… კონიაკის შეყვარების ლექცია-სემინარი….
კონიაკივით თავბრუდამხვევი… ემოციური, თბილი, სასურველი….
მძაფრი არომატებით, ზღაპრული გარემოთი და მდიდრული შეგრძნებებით….
საღამო სავსე ისტორიით, რომელიც აქ ხელშესახებია;
ადამიანებით, რომლებმაც რეალურად გვასწავლეს ქვეყნის სიყვარული;
არომატებით, რომლითაც გაჟღენთილია ჩვენი სული-- მარნის, ყურძნის, კასრების, ჩირების, ხილების სურნელით.
მთავარი, რაც გაგათბობთ და დაგათრობთ, ეს ატმოსფეროა ირგვლივ,,, კეთილი ადამიანები, რომლებიც კეთილ საქმეს, კეთილად აკეთებენ, კეთილად გიხსნიან, კეთილად გაზიარებენ ღვთაებრივ სითხეს…
მთავარი კიდევ, სტუმართმოყვარე დიასახლისია, რომელიც ნამდვილ ქართულ მასპინძლობას მოგიწყობთ, გატარებთ კონიაკის არომატების და ტქქნოლოგიის ლაბირინთებში, რომ სრულყოფილად შეიგრძნოთ ყველა ნიუანსი წარმოების
პროცესის, ყურძნის მტევნიდან----ბოკალთან პირველ ამბორამდე!
ამბორი კი ფეერვერკს და არომატების აფეთქებას ჰგავს, რომელიც სიტკბოდ და სითბოდ იღვრება სხეულში.