სასტუმრო “Griff Inn Bazaleti” ბაზალეთის ტბის პირას, ზღვის დონიდან 879 მეტრზე, მდებარეობს. ტბის წყალმცენარეები სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და რეკომენდებულია დერმატოლოგიური, გინეკოლოგიური, რევმატული და ძვალ-სახსროვანი დაავადებების დროს, ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.