სასტუმრო Hyatt-ის პროექტს ახალ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს.
სასტუმრო იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას, რუსთაველის გამზირზე შენდება. Hyatt Еegency Tbilisi -ში არანაკლებ 170 ნომერი უნდა განთავსდეს.
პროექტის განსახორციელებლად რუსთაველი ფროფერთი სასტუმრო Hyatt-ის პროექტს ახალ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. GBC-ის ცნობით, პროექტის 50%-იანი წილის მფლობელი „რუსთაველი პლაზა“ გახდა (GD Group/ Real Estate Construction) და ახალი მოწილეების ჩართულობით, სასტუმროს მშენებლობაც განახლდა.
ამ ეტაპზე, კომპანიის კაპიტალი 20.4 მლნ დოლარს აღემატება. კომპანიას საინვესტიციო თანხები მოზიდული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგანაც.
5- ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.
www.travelingeorgia.ge