ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო Green Flower-ი ფართოვდება
06 იანვარი, 2018

ქუთაისში, მწვანეყვავილას კონცხზე არსებული სასტუმრო Green Flower-ი ფართოვდება.

სასტუმრო, რომელიც ამ დროისთვის ერთდროულად 20 სტუმარს ემსახურება გაზაფხულიდან უკვე 40 სტუმრის მიღებას შეძლებს.

Green Flower-ის მეპატრონე შოთა ქაჯაია ამბობს, რომ მოეწყობა უნიკალური ტერასა საუკეთესო ხედით და ქუთაისის სასტუმროების ხუთეულში შევა ხედებით. მოეწყობა დამატებით მარანი, საწნახელი, გაკეთდება ქვევრი. მომავალში იგეგმება აუზის გაკეთებაც.

სასტუმროს გაფართოებაზე 200 000 ლარი დაიხარჯება, თანხა სასტუმროს მფლობელმა ბანკიდან მოიძია და პირველი სტუმრების მიღებას უკვე გაზაფხულიდან შეძლებს.

გარდა ამისა, შოთა ქაჯაია პოპულარიზაციას უწევს გადაშენების პირას მყოფ ყურძნის ჯიშებს. აქვს საკუთარი ვენახები ბაღდათის რაიონში უცხოელ ინვესტორთან ერთად.

Green Flower-ს კოტეჯები ასევე აქვს მესტიაში. კოტეჯები დროებით სტუმრებს არ იღებს, თუმცა თებერვლის შუა რიცხვებიდან მუშაობას ისევ განაახლებს.

მომავალში სასტუმროს მეპატრონე Green Flower-ის გახსნას შეკვეთილშიც გეგმავს.

სასტუმრო Green Flower-ი - საყვარელი ადგილი გიდებისა და ტურისტებისთვის

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.