ესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანი“ 2024 წლისთვის გაფართოებას გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს ფინანსურმა დირექტორმა ლევან ჯოჯუამ განუცხადა, განიხილება სასტუმროს ნომრების 120-მდე გაზრდა. ამჟამად „ბანგურიანში“ 36 ნომერია.
მისი ინფორმაციით, კომპანიას უკვე მომზადებული აქვს არქიტექტურული ესკიზი.
მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება გასულ წლებში იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გა,ო დაპაუზდა. გასულ წელს ჯოჯუა აცხადებდა, რომ პროექტში დაახლოებით 2.5 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. ახლა „ბანგურიანის“ ფინანსური დირექტორი განმარტავს, რომ შესაძლოა ინვესტიციის ოდენობა დაკორექტირდეს.
მისი ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში სასტუმრომ დაახლოებით მილიონი ლარით იზარალა. ლევან ჯოჯუას განცხადებით, ამჟაად სიტუაცია დადებითისკენაა შეცვლილი, თუმცა, სასტუმრო ჯერ ისევ ვალდებულებების გასტუმრების რეჟიმშია.
business-partner.ge