სასტუმრო "ბორჯომი - ლიკანში" საახალწლო სამზადისი დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანია სტუმრებს ტრადიციულად გამორჩეულ საღამოს ჰპირდება.
„ახალ წელს ბორჯომი - ლიკანის სასტუმრო მართლაც ჯადოსნურ ადგილს ემსგავსება - დათოვლილი ტყე, საახალწლო განწყობა როგორც სასტუმროში, ასევე მის წიწვოვან პარკში - დაუვიწყარ მოგონებებად აქცევს ამ პერიოდს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და ახალ წელს ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ საახალწლო ვახშამს, სადაც ტრადიციული ქართული და უგემრიელესი სუფრის გარდა გვექნება მუსიკალური პროგრამა, გასართობი პროგრამა, ფოიერვერკის შოუ, საახალწლო ტორტის გაჭრის ცერემონია და გათამაშება, სადაც დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა მოიგონ: 1 ღამე 2 ადამიანზე საუზმით ბორჯომი ლიკანში, 150 ლარიანი ვაუჩერი რესტორან ბაგრატიონში და წყვილის მასაჟი,“-აღნიშნავენ „ბორჯომი-ლიკანში“.
მათივე ინფორმაციით, საახალწლო საღამოს გააფორმებს თანამედროვე ფოლკ ჯგუფი „ჩვენებურები“, რომელთაც ბოლო დროს არაერთი ჰიტი გვაჩუქეს და დიჯეი LVN.
„განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებისთვის არის ჯგუფი საინტერესო, ვინაიდან მათ შემოქმედებაში ქართული ტრადიციული ჰანგები ერწყმის თანამედროვე კულტურას. საღამოს ბოლოს გართობა დიჯეი LVN-სთან ერთად გაგრძელდება.
რაც მთავარია, სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ პატარები საბავშვო კლუბში დატოვონ, სადაც ბავშვებისთვის ცალკე გასართობი პროგრამა გვექნება.“ -აცხადებენ „ბოჯომი-ლიკანში“.
შეგახსენებთ, რომ „ბოჯომი-ლიკანი“ საახალწლო ვახშამზე დასწრების მსურველებს 11 დეკემბრამდე სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას.
bp.ge