ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო ბროწეულებით – მზის ენერგიაზე მომუშავე Brim Tbilisi სექტემბერში
29 ივლისი, 2019

მზის ენეგრიაზე  მომუშავე პირველი სასტუმრო საქართველოში Brim Tbilisi სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნება. სასტუმროს ძირითადი კონცეფცია ქართველ დიზაინერს ეკუთვნის და სასტუმროს ექტერიერში ისევე, როგორც ინტერიერში მთავრი სიმბოლო ბროწეულია.

სასტუმრო ავლაბარში 1 მაისს გაიხსნა, სასტუმროს შენობის თავზე დამონტაჟებული მზის პანელებით გამომუშავებული ენერგია მთლიანობაში მოხმარებული ელექტროენერგის 80% -ზე მეტს შეადგენს.

„ბრიმი“ ნიშნავს რამეს ზედა ნაწილს და ეს სახელწოდება შევარჩიეთ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. სასტუმროს დიზაინერი არის ქართველი კობა ფირცხალაიშვილი. დიზაინი არის მოდერნიც,  კლასიკური ელემენტებიც იკვეთება და ლოფტიც.  მთავრი ფორმა დიზაინში არის ბროწეული, თითქმის ყველგან შეხვდებით ბროწეულს როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. „ბრიმის“ მთლიანი კონცეფცია ეფუძნება თავისუფლებას, ხელახლა დაბადებას და დროში მოგზურობას, ასევე გამოყენებულია „წიქარას“ ზღაპრს მოტივები, რომელსაც აივნებზეც  შეამჩნევთ.“ – აცხადებს „კომერსანტთან“ სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერი ნინო ფალავანდიშვილი.

სასტუმროში დამონტაჟებული პანელების სიმძლავრე 27 კილოვატს შეადგენს, ჭარბი ენერგიის გამომუშავების შემთხვევაში როგორც მარკტინგის სამსახურში აცხადებენ ელექტროენერგიის გაშვება ქსელში ხდება.

Brim Tbilisi  52 ნომერს აერთიანებს, მოიცავს ორ რესტორანს და საკონფერენციო სივრცეს.  ძირითადად სასტუმროს სტუმრებს ტურისტები შეადგენენ. სასტუმროს პროექტი გერმანული და ქართული ინვესტიციით განხორციელდა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.