ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო "გრაცია" – იმედია მუშაობა ისევ თვითღირებულებით არ მოგვიწევს
25 მაისი, 2022

ურეკში მდებარე სასტუმრო  “გრაცია“ წლევანდელ სეზონზე ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ელის. სასტუმროს მფლობელი მზია ხორნაული  "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ობიექტი სეზონზე აუცილებლად გაიხსნება.

მისი განცხადებით, 20 ნომრიანი საოჯახო სასტუმრო მიმდინარე სეზონზე გასულ წელთან შედარებით უფრო მეტ ტურისტს ელოდება, რადგან საზღვრები გახსნილია.

„სასტუმროს ივნისის ბოლოდან გავხსნით, ჯავშნებსაც მაშინ მივიღებთ. აქამდე მხოლოდ რამდენიმე ზარია შემოსული, ისიც ადგილობრივისგან. ურეკში ჯავშნების მიღება მუდმივად ივნისის ბოლოდან იწყებოდა. მიგვაჩნია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით წლევანდელი სეზონი აქტიური იქნება,“ - აცხადებს ხორნაული.

რაც შეეხება ფასებს, სასტუმრო „გრაციას“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში საწვავის გაძვირების კვალდაკვალ თითქმის ყველაფერზე მოხდა ფასის ზრდა, სასტუმროს მენეჯმენტს კი სატარიფო პოლიტიკის გადახედვის გადაწყევტილება ამ დრომდე არ მიუღია.

„გასულ წლებში პირიქით, ფასი შევამცირეთ იმიტომ, რომ მიწოდება მოთხოვნას აღემატებოდა, ახლა რა იქნება არ ვიცით. თუ აქტივობა  იქნა, შესაძლოა მოხდეს მცირედი მომატება,რათა მხოლოდ თვითღირებულებით არ ვიმუშაოთ, ისე,როგორც წინა წლებში გვიწევდა,“-აცხადებს ხორნაული.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.