ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო "გრაცია": პანდემიის დროს ურეკში უფრო მეტი ტურისტი მყავდა, ვიდრე წელს
28 ივლისი, 2022

ურეკში მდებარე სასტუმრო  “გრაციას“ მფლობელი  მზია ხორნაული  ზაფხულის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე "ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ სიტუაცია ბოლო რამდენიმე დღეა დადებითისკენ შეიცვალა, ტურისტი გააქტიურდა.

„ტურისტი პანდემიის პერიოდში (2020-2021 წლებში) უფრო გყვავდა, ვიდრე წლევანდელ ივნის-ივლისში. არვიცი რა არის ამის მიზეზი, შესაძლოა ცუდი ამინდები, თუმცა, მსგავსი კლიმატი იყო შარშანაც და ტურისტი გვყავდა. ვფიქრობ, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიაობაა ძალიან შემცირებულია და დამსვენებლის სიმცირის მიზეზიც ეს არის,“-აცხადებს ხორნაული.

მისივე განმარტებით, ბოლო დღეებია ინტერესია სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც.  „გრაციას“ მფლობელი იმედოვნებს, რომ აგვისტო აქტიური იქნება და სასტუმროში დამსვენებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

მისივე განცხადებით, კურორტზე ნაკლებადაა განვითარებული კვების და გასართობი ობიექტები, რაც პრობლემას ქმნის. მოუწესრგებელია შიდა გზები,არ არის დამისამართების სისტემა.

„ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დაგვპირდნენ, რომ საინფორმაციო დაფებს გააკეთებდნენ, თუმცა, ამ დრომდე არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა.

რაც შეეხება გზებს, მხოლოდ მთავარი ქუჩაა მოწესრიგებული. ტრიტუარებიც გაკეთდა და კარგია, რომ ხალხი შუა ქუჩაში არ დადის. შიდა გზებზეა ორმოები, მცირე წვიმაზე ხალხი ვეღარ დადის. მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები,“-აცხადებს ხორნაული.

შეგახსენებთ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია  2019 წელს დაიწყო.პროექტი მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ლარია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურეკის ბულვარის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს გარე განათებას, ველო-ბილიკების მოწყობას, საპირფარეშოების მშენებლობას, მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.