ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო "გრაცია": ურეკში სანიაღვრე არხები თუ არ მოეწყობა, ტურისტი აღარ ჩამოვა
10 სექტემბერი, 2021

ურეკში მდებარე სასტუმრო  “გრაციას“ მფლობელი  მზია ხორნაული  "ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წლის ზაფხულის სეზონს აჯამებს და აცხადებს, რომ წელს ტურისტების რიცხვი პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ დაბალი იყო. მისი ინფორმაციით, მთლიან სეზონზე სასტუმრომ დაახლოებით 30-40%-იანი დატვირთვით იმუშავა.

„სულ დაკეტვას და არ მუშაობას სჯობდა. პრობლემა შეგვიქმნა ამინდმაც, თუმცა, მცირე შემოსავალი მაინც მივიღეთ,“-აცხადებს ხორნაული.

მისი განცხადებით,კურორტზე პრობლემა წელს სანიაღვრე არხების გაუმართაობამაც შექმნა. „გაუმართავია, გაუწმენდავია არხები, წვიმის დროს კი მთლიანად იტბორება კურორტი. სახლში გვივარდება წყალი, ასეთ სიტუაციაში რომელი ტურისტი გაჩერდება. აღარ ჩამოვლენ. დამსვენებლებმა რომ ნახეს ეს სიტუაცია, რამდენიმემ დატოვა  ურეკი. თუ არ მოგვხედეს, მომავალ წელს ტურისტების მიღება გაგვიჭირდება,“-აცხადებს ხორნაული.

შეგახსენებთ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყო. პროექტი მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ლარია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურეკის ბულვარის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს გარე განათებას, ველო-ბილიკების მოწყობას, საპირფარეშოების მშენებლობას, მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის. ასევე დაგეგმილია ბულვარის პარალელური ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება. ბულვარი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.