„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღვინის კასრში“, დაახლოებით, ასე ესალმებიან პორტუგალიურ სასტუმროში „QUINTA DA PACHECA“-ში სტუმრებს, რომლებიც ზუსტად 286 დოლარს იხდიან იმისთვის, რომ ერთი ღამე უზარმაზარ, კეთილმოწყობილ, კომფორტულ, თუმცა მაინც ღვინის კასრში გაატარონ.
პარალელურად, მათ ეძლევათ საშუალება ღვინის კასრში დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო, ზეთისხილი, მურაბები და ყურძენი.
Insider წერს, რომ სასტუმრო Quinta da Pacheca Douro-ს რაიონში არსებულ ვენახებში მდებარეობს და ჯამში ათ სასტუმროს ტიპის ღვინის კასრს აერთიანებს; თითოეული განთავსებულია 270 კვადრატულ მეტრზე და მოიცავს ორკაციან საწოლს, სპას, Wi-Fi-ს, ჰაერის კონდიცირებასა და ტერასას, რომელიც 116-წლიან ვაზის მტევნებსა და ვენახებს შორის გადის.
აქ ჩამოდიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ღვინო ისე, რომ მზად არიან პირდაპირ კასრში იცხოვრონ და ამ ყველაფრით უდიდესი სიამოვნებაც მიიღონ, თუმცა სასტუმროს დასათვალიერებლად უბრალო ტურისტებიც სტუმრობენ.
თითოეული კასრის ფასადი, ფიჭვის ხისგან არის დამზადებული, ინტერიერი კი, ძვირადღირებული მასალებითაა მოპირკეთებული; მთავარი აქცენტი უნიკალურ და ავთენტურ ბუნებაზეა გაკეთებული, ხოლო ამ ყველაფრის სინთეზი, იდეალურ და ამავდროულად ცოტა რომანტიულ გარემოში გამოგზაურებთ, ამას ხელს უწყობს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული რესტორანიც, სადაც ყოველ საღამოს სპეციალური და თან თემატური წვეულებები ეწყობა.