ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო კვავლო: სამანქანე გზა ჩვენს სოფელს ტურისტულ მიმზიდველობას დაუკარგავს
20 ივლისი, 2021

თუშეთში, სოფელ კვავლოში მდებარე საოჯახო სასტუმრო „კვავლო“ ამ დროისთვის ჯავშნები არ არის და არც ისაა  ცნობილი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორი სეზონი იქნება.

სასტუმროს მფლობელი მარინე რაინაული „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აქვს იმედი ეს ზაფხული წინა წლებისგან განსხვავებით ნორმალური შემოსავლის მომტანი იქნება.

„ვფიქრობ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ხელს არ შეგვიშლის, რადგან როგორც ვიცი აცრები აქტიურ რეჟიმშია. ეს ყველაფერი იმედის საფუძველს მაძლევს,“ - აცხადებს მარინე რაინაული.

6 ნომრიანი სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, რომ წელს ფასები წინა წლების იდენტური დარჩა. ტარიფები მხოლოდ კაფეში დაკორექტირდა, ისიც ძალიან მინიმალური პროცენტით.

რა ხვდებათ თუშეთში ჩასულ ტურისტებს, “კვავლოს“ მეპატრონე აცხადებს, რომ ადგილზე არც სამანქანე გზაა და არც გასართობი ობიექტები. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტს მხოლოდ საცალფეხო გზით შეუძლია სარგებლობა, მხარე მიმზიდველობას მაინც არ კარგავს.

„ჩვენს სოფელში ერთადერთი პრობლემა სამანქანა გზის არ არსებობაა. ჩვენთვის რთულია პროდუქციის გადმოტანა და ბიზნესის დაწყებაც, თუმცა, ეს ტურისტისთვის  პრობლემას არ წარმოადგენს. აქ თუ სამანქანე გზა შემოვა, ჩვენი სოფელი ტურისტისთვის საინტერესო აღარ იქნება. ადგილზე  აუცილებელი ინფრასტრუქტურა არის,“ - აცხადებს რაინაული.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.