ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო Lentekhi Mountain Inn გაფართოებას და სოფლის ტურიზმის განვითარებას გეგმავს
23 ივნისი, 2022

Lentekhi Mountain Inn საოჯახო სასტუმროა, რომელიც ქვემო სვანეთში, ლენტეხში მდებარეობს და სტუმრებს განთავსებასთან ერთად, ადგილობრივი კერძების მასტერკლასებს და რეგიონის მასშტაბით საფეხმავლო, ასევე სამანქანო ტურებს სთავაზობს.

როგორც სასტუმროს მეპატრონე ნინო ფეტელავა "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, 1 წელია დედაქალაქიდან ლენტეხში გადავიდა და მეუღლეს სასტუმროს განვითარებაში ეხმარება, რადგან მათი მიზანი გაფართოება, სერვისების გამრავალფეროვნება და სოფლის ტურიზმის განვითარებაა.

"ჩვენს სასტურმოს საკუთარი ტყე და ადგილმდებარეობა გამოარჩევს, ასევე, მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს ვთავაზობთ, რომელიც ჩვენს მიერაა მოწეული. მაგ: სიმინდი, ლობიო, ბოსტნეული, კიტრი პომიდორი და მთაში მოყვანილი კარტოფილი, რომელიც სვანურ მარილში იწვება და ერთი შეხედვით მარტივი კერძი აღფრთოვანებას იწვევს უცხცოელ ტურისტებში. ვფიქრობ, სწორედ ეს გამოგვარჩევს. ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივი კულტურა გავაცნოთ ვიზიტორებს და ამით პოპულარიზაცია გავუწიოთ არა მხოლოდ ჩვენს სასტუმროს, არამედ რაიონს.

იქედან გამომდინარე, რომ გვქონდა შემთხვეევბი, როდესაც ადგილების სიმცირის გამო მოთხოვნა ვერ დავაკმაყოფილეთ, ვგეგმავთ კოტეჯის აშენებას, რომელიც ჩვენს ეზოშიშივე ნაძვნარში განთავსდება, საიდანაც ასევე შესანიშნავი პანორამული ხედები იშლება და სტუმრების დიდ მოწონებას იწვევს. ამ ეტაპზე, პროექტ "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურში ვიღებთ მონაწილებას, გადავედით მეორე ეტაპზე და დიდი იმედი გვაქვს წარმატებას მივაღწევთ. 1 კოტეჯის ასაშენებლად დაახლოებით 40 000 ლარამდე დაგვჭირდება."–აღნიშნავს, ნინო ფეტელავა.

Lentekhi Mountain Inn–ში 4 ნომერია და 8 ადამიანის განთავსებაა შესაძელბელი. ერთი ღამის ღირებულება საუზმით 1 ადამიანზე 50 ლარს შეადგენს. დამსვენებელს შეუძლია სამჯერადი კვებით სარგებლობაც, რაც დამატებით ღირებულებას წარმოადგენს და 25–35 ლარის ფარგლებში მერყეობს.

როგორც სასტუმროს მფლობელი ამბობს, პანდემიის დასრულებასთან ერთად, ვიზიტორების რაოდენობამ იმატა, მათ შორის უცხოელების.

"კვირაში ერთხელ მაინც გვსტუმრობენ უცხოელი მოგზაურები. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენთან სწორედ მათი რეკომენაციით მოსულან დასასვენებლად. ამ სეზონზე დიდი მოლოდინები გვაქვს. რაიონში უკვე ადრე გაზაფხულიდან შეინიშნება ტურისტული ნაკადები, რაც კიდევ უფრო მაფიქრებინებს, რომ კარგი სეზონი გველოდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად მიმდინარეობს ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის სარემონტო სამუშაოები და ამ გზის დასრულების შემდეგ ჩვენი მოლოდინები კიდევ უფრო გაორმადება. ვფიქრობ ახალგაზრდები აქტიურად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ რეგიონებში და თავიანთი ცოდნა და გამოცდილება რეგიონს უნდა მოახმარონ."– ამბობს, ნინო ფეტელავა.

ცნობისთვის სასტუმრო 2005 წელსშეიქმნა, რომელიც გამოირჩევა ადგილმდებარეობით, რადგან რაიონული ცენტრიდან 900 მეტრში მთის ძირში მდებარეობს. სახლი გარშემორტყმულია ნაძვნარით, რაც მას უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.