ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო Mercure ბათუმში 2026 წელს გაიხსნება
22 დეკემბერი, 2023

მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჯგუფი Accor-ი 2026 წელს უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია მარდი ჰოლდინგთან თანამშრომლობით ბათუმში სასტუმრო Mercure-ს გახსნის.

Accor-ის ინფორმაციით, სასტუმრო მომხმარებლებს შესთავაზებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და ასევე ლოიალური პროგრამის „აკორი-იცხოვრე შეზღუდვების გარეშე”-ს (ALL – Accor Live Limitless) ფარგლებში სტუმრებს დამატებით სერვისებსა და ბენეფიტებს შესთავაზებს. .

“მოხარული ვართ გაცნობოთ ჩვენი ინოვაციური პროექტის შესახებ საქართველოში, რომელიც გულისხმობს ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ აღიარებული,  2023 წლის ტურისტული “ოსკარის”, World Travel Awards-ის სამგზის მფლობელი ბრენდის, Mercure-ს” პრემიერას ქალაქ ბათუმში. დარწმუნებული ვართ, რომ სასტუმროს უნაკლო სერვისის, ქალაქის ადგილობრივი ხიბლისა და ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციების სინთეზი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. „დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ მარდი ჰოლდინგს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას განვახროციელოთ ერთობლივი პროექტი საქართველოს ღირსშესანიშნავ შავი ზღვის სანაპიროზე” – აღნიშნავს ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის გენერალური დირექტორი.

Mercure არის Accor-ისა და მარდი ჰოლდინგის მიერ ერთობლივად განხორციელებული მესამე პროექტი: წინა წელს კომპანიებმა დააანონსეს ახალი სასტუმროების მშენენებლობა „Novotel Living” და „Handwritten” ბრენდების სახელით, რომლებიც ასევე განთავსდება ქალაქ ბათუმში.

„Accor-ის განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ბრენდების სასტუმროების გახსნას განვითარებულ და პერსპექტიულ ქვეყნებსა და ქალაქებში ტურისტული თუ საქმიანი მომსახურების შეთავაზებით და რაც მთავარია, სანდო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს არა მხოლოდ ქალაქ თბილისში, სადაც ამჟამად წამორდგენილია Accor-ის ბრენდის ექვსი ყველაზე ცნობილი სასტუმრო, არამედ კახეთის რეგიონშიც, ბათუმსა და სხვა რეგიონებში. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ბრენდის განვითარება მთლიანი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა Accor-ოს ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში პრემიუმ, საშუალო და ეკონომიური ბრენდების განვითარების მთავარმა ოფიცერმა ფილიპ ბიჟაუიმ.

სასტუმრო Mercure განთავსებული იქნება შავი ზღვის სანაპირო ზოლში, პლაჟიდან ფეხით სავალ მანძილზე. სასტუმრო განთავსდება ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან 5 წუთის სავალ მანძილზე, ხოლო ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალ მანძილზე, სადაც შეხვდებით  სხვადასხვა ატრაქციონებს, ცნობილ და ტრენდულ რესტორნებს.

ახალი სასტუმრო ფართო და კომფორტულ 308 ნომერს გააერთიანებს, მათ შორის აპარტამენტებს  სამზარეულოთი.  მის ინფრასტრუქტურაში განთავსდება სამი გასტრონომიული რესტორანი ინსპირირებული მენიუებით, ორი ბარითა და BBQ სივრცით. სტუმრებს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ სპა ცენტრით, სხეულის რელაქსაციისა და გონებრივი დასვენებისთვის საჭირო სერვისების მრავალფეროვანი სპექტრით, ასევე თანამედროვე ფიტნეს ცენტრით. გარე აქტივობები ხელმისაწვდომი იქნება მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ჩოგბურთი და კალათბურთი.

“Mercure-ის ბრენდის კონცეფციამ, “Locally Inspired”, მაშინვე მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით გამოვყოთ ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა სრულიად ახალ ფორმატში, რომელიც მოიცავს დიზაინერებისა და ტექნიკური სპეციალისტების მიერ გააზრებულად შექმნილ კომფორტულ ოთახებს, ადგილობრივი აღმოჩენების საინტერესო გამოცდილებას და ყველა თანამედროვე სასტუმროს მომსახურებას. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტის მეშვეობით ადამიანები   შეიგრძნობენ რა ლამაზი და უნიკალურია საქართველო და ქართული სტუმართმოყვარეობა”, – აღნიშნავს მარდი ჰოლდინგის გენერალური  პარტნიორი ნუგზარ ბერიშვილი.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.