ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო მეტეხარა: ომის გამო ჯავშნები უქმდება, თუმცა, მოლოდინი დადებითია
16 მაისი, 2022

ამბროლაურში მდებარე სასტუმრო „მეტეხარას“ მფლობელი ლელა ბერაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ზაფხულის საკურორტო სეზონთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჯავშნების ნაწილი უქმდება, თუმცა, ამის მიუხედავად,ტურისტების აქტივობასთან დაკავშირებით მოლოდინები დადებითია.

„ჯერ არ ჯავშნიან, თუმცა, მირეკავენ, პირობებს გებულობენ და სავარაუდო თარიღებიც უკვე მონიშნულია.  იმედი მაქვს, რომ მიმდინარე ზაფხული წინა წლებისგან განსხვავებით ბევრად აქტიური იქნება,“-აცხადებს ბერაძე.

მისივე ინფორმაციით, ამჟამინდელი მდგომარეობით სასტუმროს ნაწილი დატვირთულია,ტურისტების ძირითად ნაწილს კი  ჩეხები წარმოადგენენ.

„მაისს-ივნისის პერიოდში ჯავშნების  ძირითადი ნაწილი  საქმიან ტურიზმზე მოდის. ინტერსია უკრაინიდან, რუსეთიდან, შუა აზიიდან და ევროპის ქვეყნებიდან,“-აცხადებს ბერაძე. 

რაც შეეხება ფასებს, სასტუმრო „მეტეხარას“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ შექმნილ სიტუაციაში ღირებულების გაზრდას არ გეგმავს. 

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება. "ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის. ბათუმი კი, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ვარსკვლავია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი პროექტების დაწყებას ვგეგმავთ აჭარის რეგიონშიც, გურიაშიც, ყველგან", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ტურიზმი 70%-ით არის აღდგენილი.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.