"ჯი-ემ-თი ჯგუფის" ახალი კომპლექსის ფარგლებში, სასტუმრო Moxy ოფიციალურად გაიხსნა. სასტუმრომ ფუნქციონირება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, თუმცა ახლა, მისი გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
„მინდა მივულოცო თბილისს, „ჯი ემ თის“, რომ მარცხენა სანაპიროზე ასეთი საინტერესო პროექტი გაკეთდა, რაც ტურისტულად ისედაც დატვირთულ უბანს განვითარების დამატებით სტიმულს შესძენს. მოქსი არის ახალი მიმართულება მარიოტის სისტემაში და სასიხარულოა, რომ ამ ტიპის პირველი სასტუმრო აღმოსავლეთ ევროპაში სწორედ საქართველოში აშენდა. თბილისის შემდეგ, როგორც რეგიონული განვითარების მინისტრი, ვისურვებდი, რომ ახალი მოქსი უკვე ქვეყნის რეგიონებშიც გავხსნათ“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მზარდ ტურისტულ ნაკადთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ეკონომ-სეგმენტის სასტუმროების გაჩენა. ვიცი, რომ ძალიან კარგი გეგმები აქვს "ჯი ემ თი ჯგუფს" და სასტუმროსთან ერთად, ახალი საინტერესო, ცოცხალი და ახალგაზრდული ადგილი შეემატება ამ უბანს, ახალი კაფეებითა და სივრცეებით. იმედი მაქვს, მალე, მთელი ინფრასტრუქტურის სრულ გახსნაში მივიღებთ მონაწილეობას“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) ჯი-ემ-თი ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორია და მის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში მონაწილეობს.
Moxy-ს პროექტის ღირებულება 25 მილიონი დოლარია.
www.travelingeorgia.ge