ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო "მურკვამი" - ტურისტების რაოდენობა 30-40% -ითაა გაზრდილი
04 სექტემბერი, 2023

ზემო სვანეთს წელს გაცილებით მეტი ტურისტი სტუმრობს, ვიდრე გასულ წელს.  როგორც ბეჩოს თემის სასტუმროს, „მურკვამის“ თანადამფუძნებელი, თამუნა კვიციანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 30 - 40% -ითაა გაზრდილი.

მისივე თქმით, ჯავშნების 90% უცხოელებზე მოდის,აქედან ძირითადი ნაწილი პოლონეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. როგორც კვიციანი აღნიშნავს, მიუხედავად მაჩვენებლების გაუმჯობესებისა, ტურისტების მაჩვენებელი პანდემიამდელ მაჩვენებლებს ამ ეტაპზე ვერ გაუტოლდა.

როგორც კვიციანი აცხადებს, წელს  სექტემბერის პერიოდისთვუს ჯავშნები ჯერ არ ფიქსირდება.

„მურკვამის“ თანადამფუძნებელი რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს.

„გზასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა. ჩვენამდე მოსასვლელი ბოლო 1.5 კილომეტრიანი გზა არის მოხრეშილი, წვიმის დროს ირეცხება და ძნელად მოსასვლელია. შიდა გზის განათება გაკეთებულია, მაგრამ დიდი ხანია გადაიწვა ნათურები და ჩაბნელდა უბანი. ასევე მეტი რეკლამაა საჭირო, რადგან მხოლოდ რაიონის პიარი ხორციელდება და არა ბეჩოსი, სადაც რაიონიდან ჩამოჰყავთ ტურისტები და ისევ უკან მიყავთ“ - აცხადებს თამუნა კვიციანი.

ცნობისთვის, სასტუმრო „მურკვამი“ ზემო სვანეთში, კეძოდ, ბეჩოს თემში მდებარეობს და ვიზიტორებს უკვე 15 წელია იღებს.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.