ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"სასტუმრო საქართველოს გასხვისებას პრეტენზიული მეწილეებიც აფერხებენ"
03 ივნისი, 2017

სასტუმრო „საქართველოს" გასხვისების პროცესი გაჭიანურდა. მიუხედავად ინვესტორთა მაღალი ინტერესისა გარიგება ამ დრომდე ღია.

კომპანიის ადვოკატმა შალვა კაციაშვილმა GBC-ს განუცხადა, რომ არაბული „არაბელა ინვესტ გრუპის" ერთ-ერთი დირექტორი ახლაც თბილისშია და ამ დღეებში მისი პარტნიორებისგან თანხის ნაწილის ჩარიცხვას ელიან.

კაციაშვილი თანხის გადახდის პრობლემას ვერ ხედავს, რადგანაც ინვესტორების ფინანსურ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.

„ბანკთან ახლაც გამართეს მათ მოლაპარაკებები, თანხის ნაწილი 4 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხულია და დღე-დღეზე ველოდებით ნაწილის ჩარიცხვას", - ამბობს ადვოკატი, აღნიშნავს, რომ პროცესი სხვადასხვა მიზეზების გამო გაჭიანურდა, მათ შორისა ადგილობრივი მეწილეთა ნაწილის „პრეტენზიებიც".

ამ დრომდე უცნობია როდის დატოვებენ სასტუმრო „საქართველოს" დევნილები და როდის დაიწყება მისი დაანონსებული 7 ვარსკვლავიან სასტუმროდ შენობის რეკონსტრუქციაც.

დევნილების განსახლებისთვის არაბული კომპანია 1 მლნ დოლარს იხდის, დაახლოებით ამდენივეს ამატებს სახელმწიფოც, რომელიც მზადაა თანხა შეუფერხებლად გამოყოს.

18 აპრილს კიდევ ერთხელ შეიცვალა შპს „საქართველოს" მეწილეების მონაცემები. „არაბელა ინვესტ გრუპის" წილი კომპანიაში 73%-დან 76.97%-მდე გაიზარდა. წილი ანრი ბაციკაძემ დათმო. აღსანიშნავია, რომ წილზე განვადებით ნასყიდობა ვრცელდება.

როგორც ცნობილია, მყიდველმა გამყიდველს ჯამში 16,5 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს, თუმცა აქედან დიდი ნაწილი 12 მილიონამდე თანხა პირდაპირ ბანკ „ქართუში" არსებული დავალიანების დაფარვას მოხმარდება.

ავტორ(ებ)ი: gbc.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.