ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო სექტორში ხელფასები 40-50%-ით გაზრდილია - Kolkhida Resort & Spa
11 ოქტომბერი, 2023

პანდემიის დაწყების შემდეგ სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებული კვალიფიციური კადრების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა, ზოგიერთი კი სხვა სექტორში გადავიდა სამუშაოდ.

საქართველოს ყველა რეგიონში არსებული სასტუმრო სექტორი კადრების დეფიციტის პრობლემაზე დღემდე საუბრობს, თუმცა საკითხი სიმწვავე შავიზღვისპირეთის სასტუმროებისთვის სეზონის მიმდინარეობის დროს უფრო აქტუალური გახდა.

Kolkhida Resort & Spa-ს მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ხელფასების ზრდის მიუხედავად, სექტორი კადრების ნაკლებობას მაინც განიცდის.

„სასტუმრო სექტორში ხელფასები არის წარმოუდგენლად გაზრდილი შარშანდელთან შედარებით, ეს არის მინიმუმ 40-50%-იანი ზრდა. ამის მიზეზია ისაა, რომ პერსონალის რაოდენობა არის ძალიან მცირე, შესაბამისად დამსაქმებელი კი არ კარნახობს დასაქმებულებს საკუთარ პირობებს, არამედ ვერგებით დასაქმებულებისგან მომავალ მოთხოვნებს.

პროდუქციის ფასების და მომსახურე პერსონალის ხელფასების ზრდა არის იმის შედეგი, რომ გაზრდილია სასტუმროების ფასებიც, მართალია ყველა ცდილობს ეს ზრდა მტკივნეული არ იყოს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გამოდის, ზოგჯერ - არა“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ მოსახლეობის ნაწილი შავიზღვისპირეთში დასვენებისგან თავს იკავებს, კვლევების და ექსპერტების განცხადებების მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე შავი ზღვა საშიშ ზონას არ განეკუთვნება, სასტუმროებს ჯავშნები მაინც არ აქვთ, ამ პრობლემებს კი რეგიონში არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაც ემატება, რომლის მოსაგვარებლად მთავრობა არაფერს აკეთებს.

cmmersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.