ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო Stamba ბრიტანული Telegraph-ის საუკეთესო სასტუმროების TOP-10-ში მოხვდა
28 ივნისი, 2018

თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო Stamba ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის საუკეთესო სასტუმროების ათეულშია.

სასტუმრო უმაღლესი 10 ქულიდან 9 ქულით არის შეფასებული.

გამოცემა აღწერს სასტუმროს დიზაინს, წერს სერვისზე და აღნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა ეპოქის Stamba ახლა განსხვავებული დიზაინის სასტუმროა შუშის გამჭვირვალე აუზით და გრანდიოზული კაფეთი.

ახალი სასტუმრო  ერგება დედაქალაქის სტილს. სასტუმროს რესტორანი სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძებით უმასპინძლდება.

თბილისის ცენტრში ახალი სასტუმრო Stamba Hotel-ი 1 მაისს Rooms Hotel-ის მფლობელმა კომპანია „აჭარა ჯგუფმა“ გახსნა.

აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის Adjara Arch Group-ის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. გამომცემლობის ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც. სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.