ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო თორის ნაცვლად Park Inn by Radisson-ის მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყება
17 აგვისტო, 2017

სასტუმრო „თორის“ ნაცვლად Park Inn by Radisson-ის მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყება. როგორც კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს,  ელოდებიან დოკუმენტების გაფორმებას.

„ფორმალური ნაწილია დარჩენილი, თუმცა მაინც სანამ არ დაიხურება ყველაფერი, დემონტაჟს არ დავიწყებთ. საპარტნიორო ფონდი ჩვენი პარტნიორია პროექტში და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ხელი უნდა მოაწერონ  ხელშეკრულებას.“ აცხადებს ჯანაშვილი

/

მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობას 2 წელი დასჭირდება და მისი გახსნა 2019 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, ჯერ „თორის“ დემონტაჟი მოხდება და მის ნაცვლად ახალი შენობა აშენდება. მშენებლობის დაწყება 2016 წლის ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა სანებართვო პროცედურების გამო პროცესი გაჭიანურდა. საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.

/

 Park Inn by Radisson 200 ნომერს, კაფე- რესტორანს,  საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს გააერთიანებს.

ავტორი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.