ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმროების დატვირთულობა ყველაზე მაღალი თბილისშია
10 მარტი, 2021

თებერვლის დატვირთულობამ 8% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 15% - თბილისში, 14% - კახეთში და 13% - სხვა რეგიონებში. რაც შეეხება უქმეების დატვირთულობა: გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა მხოლოდ თბილისში და სხვა რეგიონებში გაიზარდა, ზღვისპირა სასტუმროებში და კახეთში დატვირთულობამ მცირედით იკლო.

TBC კაპიტალის მონაცემებით, არსებული ჯავშნების მიხედვით, თებერვალში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და ზღვისპირეთის სასტუმროები მოყვა. კახეთის სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობდა მომხმარებელს.

მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა და წ/წ -63% შეადგინა. რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ცვლილება დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს და 22-28 თებერვლის პერიოდში წ/წ -58%-ს შეადგენს რაც წინა კვირის მაჩვენებელთან (-63%) შედარებით გაზრდილია.

GBC.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.