სასტუმროების ფასების ინდექსი თვიურ ჭრილში 1.4%-ით, ხოლო წლიურად 15.8%-ით გაიზარდა
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის აგვისტოში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, 1.4%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 1.5%-ით გაიზარდა.
PMC Research-ის მონაცემებით, სასტუმროების ფასების თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი აჭარასა (6.5%) და შიდა ქართლში (5.7%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი გურიაში (-4%).
2022 წლის აგვისტოში, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 15.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 14.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 36.3%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო აჭარასა (27.6%) და კახეთში (19%), ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (- 3.9%).
„2022 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 182 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 284 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა აგვისტოში 122 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 510 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 727 ლარი შეადგინა, კახეთში - 569 ლარი, აჭარაში - 547, ხოლო თბილისში - 538“, - აღნიშნულია PMC Research-ის ანალიტიკურ ინფორმაციაში.
commersant.ge