ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმროების მენეჯერებს ტრენინგი უტარდებათ
07 ივნისი, 2017

მომსახურეობის ხარისხის ამაღლების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.

ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული კომპანია „მაქსიმეჯინის“ ხელმძღვანელი ემილი ვუდი თბილისში არსებული სასტუმროების მენეჯერებისათვის ტრენინგს ატარებს.

ემილი ვუდს ტრენინგების 15 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. სწავლებას სახელწოდებით „მართვის უნარ-ჩვევები“ დედაქალაქის 72 სასტუმროს წარმომადგენელი ესწრება. ტრენინგი 1 ივნისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდება.

 
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს: გუნდის ხელმძღვანელის, მმართველის და მმართველის ასისტენტის საქმიანობის აღწერა სამუშაო გარემოში, სისტემატური პრობლემის მოგვარების და გადაწყვეტილების მიღების კონცეპციის განსაზღვრა და გამოყენება, ჯგუფის წევრებთან სწორი ფორმით კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება და ა.შ.

მომდევნო ტრენინგს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაცია 12 ივნისიდან დაიწყებს. კურსი ღვინის გიდის გადამზადება იქნება. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.