ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების 70 მილიონიანი ბიუჯეტიდან 46.5 მლნ ათვისებულია
28 დეკემბერი, 2020

საოჯახო, მცირე და საშუალო ინდუსტრიის სესხის პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის 70 მილიონიანი ბიუჯეტიდან ამ დროისთვის დაფინანსებული ბენეფიციარების სესხებისთვის გადარიცხულია 46,477,445 ლარი

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოდან - „აწარმოე საქართველოში“ გამოითხოვა.
მისივე ინფორმაციით, პროგრამის უნიკალური ბენეფიციარების რაოდენობა 1 554-ია ანუ ჯამში, სესხის პროცენტი 1 554 ბიზნესსუბიექტს/სასტუმროს დაუსუბსიდირდა.

საქმე იმაშია, რომ თუ ბიზნესუბიექტი პროგრამის პირობებს აკმაყოფილებს, მას შეიძლება 2, 3 ან 4 სხვადასხვა სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდეს. შედეგად, დაფინანსებული განაცხადების/სესხების რაოდენობა უნიკალური ბენეფიციარების/სასტუმროების რიცხვს აჭარბებს.

ამასთან, როგორც bm.ge-ის მიერ პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოდან - „აწარმოე საქართველოში“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, მარტიდან მოყოლებული, ჯამში, სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე სულ 8,059 განაცხადი შევიდა. რაც შეეხება ძირითად 3 მიზეზს, რის გამოც განაცხადები დახარვეზდა, ესაა: პირველი - სესხის მიზნობრიობა არ იყო პროგრამისთვის შესაბამისი, მეორე - განმცხადებელი ფიზიკური პირი არ იყო ინდ.მეწარმე და მესამე მიზეზია მრავალჯერ გამოგზავნილი ერთი და იგივე განაცხადი.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.