სასტუმროების თანამშრომლებისთვის შშმ პირთა მომსახურების უნარ-ჩვევებზე ტრენინგი ჩატარდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურების ხარისხის ზრდაზე ზრუნავს. ამ მიზნით ადმინისტრაცია სხვადასხვა ტურისტული ობიექტის თანამშრომლებისთვის ტრენინგებს მართავს.
ამჯერად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასტუმროების მომსახურე პერსონალს სასწავლო კურსი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების უნარ-ჩვევების“ თემატიკაზე ჩაუტარდა.
სწავლება თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, თელავში, ბორჯომში, სტეფანწმინდასა და ბათუმში გაიმართა. ჯამში სხვადასხვა სასტუმროს 130 თანამშრომელი გადამზადდა.
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა: ადამიანის უფლებები და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობისა მქონე პირთა კონვენცია. უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული გარემოს საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები.
ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა- უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამი ადაპტირებული გარემო.
ინკლუზიური ტურიზმის მთავარი ცნებები და საკითხები. ტურისტული ობიექტების მართვა და მეთოდები მენეჯერებისათვის და ა.შ.
www.travelingeorgia.ge