ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«რედიქს ჯგუფი»: «სატუმროს ბიზნესში დასაქმებულები მუდმივ გადამზადებას საჭიროებენ»
03 მაისი, 2017

სასტუმრო „კაბადონი" წარმოადგენს ბუტიკური ტიპის სასტუმროს და ვარსკვლავების ჭრილში განხილულია 5+ ვარსკვლავის სეგმენტში. ბუტიკ-სასტუმრო კაბადონი უძრავის ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქს ჯგუფის" მიერ 2012 წელს გაიხსნა. იგი სიღნაღის ცენტრშია განთავსებული და მისი საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარს შეადგენდს.

„კომერსანტი" სასტუმროს ამჟამინდელი სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „რედიქს ჯგუფის" მარკეტინგის დირექტორ ნინი ჩხეიძეს ესაუბრა. როგორც ჩხეიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, სასტუმროს შექმნის იდეა მისი ამჟამინდელი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გაჩნდა.

„კაბადონი" კომპანია „რედიქსის" ჰორეკას მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

„კაბადონის" ერთი მხარე სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს, მეორე მხრიდან კი ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის პანორამული ხედი იშლება. სწორედ ამ თვალწარმტაცი ხედის შთაგონებით წარმოიშვა სასტუმროს სახელი „კაბადონი", რომელიც „ცის კიდეს" ნიშნავს.

წმინდა ნინოს სამონასტრო კომპლექსის რეკონსტრუქციის შემდეგ, ბოდბეს და სიღნაღს ყოველწლიურად სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის ათასობით მომლოცველი და ტურისტი სტუმრობს. საქართველში ჩამოსული ნებისმიერი ვიზიტორისთვის ბოდბე ერთ-ერთ აუცილებლად მოსანახულებენლ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

გამომდინარე აქედან, გაჩნდა იდეა სიღნაღში აშენებულიყო ბუტიკური-ტიპის მაღალი კლასის ექსკლუზიური სასტუმრო, რომლის პროექტი დაფინანსდა ერთობლივად ინვესტორის და ბანკის მიერ." - განაცხადა ნინი ჩხეიძემ.

მისი თქმით, სასტუმრო „კაბადონის" საფასო დიაპაზონი კონკურენტულია რეგიონში არსებულ მსგავსი ტიპის სასტუმროებთან მიმართებით. ფასი მაღალი და დაბალი სეზონის გათვალისწინებით დგინდება.
როგორც ნინი ჩხეიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ქვეყანაში სასტუმროებში მომსახურების სერვისის სფერო მუდმივად გადამზადებას საჭიროებს. კომპანიის მარკეტინგის დირექტორის თქმით, „რედიქს ჯგუფი" ჰორეკა მიმართულებით ამჟამად რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს.

სასტუმროში ტურისტების ნაკადი თანაბრად ნაწილდება ამერიკაზე, აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთზე, ასევე "კაბადონს" ხშირად სტუმრობენ ქართველებიც.

„რა თქმა უნდა, ეს სფერო მუდმივ გადამზადებას და მუშაობას საჭიროებს, რაც გრძელვადიანი პროცესია, ვფიქრობთ, რომ ამჟამად მომსახურების სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და იხვეწება საქართველოში.

„რედიქს ჯგუფი" ჰორეკა მიმართულებით ამჟამად ახორციელებს რამდენიმე მსხვილ პროექტს, მათ შორის მალე მომხმარებელს შესთავაზებს რესტორნების ქსელი „რედ კაფეს" ახალ რესტორანს მარჯანიშვილის თეატრთან, ასევე მიმდინარეობს "Hilton Garden Inn"-ის მშენებლობა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. რაც შეეხება რეგიონებს, მიმდინარეობს კურორტ აბასთუმანში სასტუმრო კომპლექსის და თუშეთში ასევე ბუტიკური სტილის სასტუმროს მშენებლობა." - განაცხადა ჩხეიძემ.

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.