ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სათაფლიაში თოკების პარკი და როლერი მოეწყობა
01 მაისი, 2019

სათაფლიას დაცულ ტერიტორიაზე თოკების პარკი და ჩქაროსნული ჩამოსასვლელის (როლერის) მოწყობა იგეგმება.

ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, სათაფლიის აღკვეთილში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უკვე გამოცხადებულია  ელექტრონული აუქციონი . აუქციონი გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს.

ინვესტორს მოეთხოვება უსაფრთხოების ნორმების დაცვით მათი ოპერირება, პროექტის განხორციელებისთვის მას ამავდროულად მინიმუმ 400 000 ლარის ინვესტირება მოუწევს.

მიწის ნაკვეთის 2-წლიანი იჯარით გაიცემა, თოკების პარკი 5 440 კვ.მ ფართზე მოეწყობა, 725 კვ.მ და 910 კვ.მ მიწის ფართებზე კი როლერი.

GBC


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.