ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სათამაშო ზონა, საფეხმავლო ბილიკები და განათება - კოსტავას ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
26 სექტემბერი, 2018

კოსტავას ქუჩა N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, სკვერში მოეწყო სათამაშო ზონა, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ასევე, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 57 715 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები კომპანიამ „გრინსერვის+“ განახორციელა. ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში სკვერის რეაბილიტაცია ექვს მისამართზე მიმდინარეობს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.