ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა პროფესიულ სწავლებაზე მიღებას აცხადებს
10 ოქტომბერი, 2018

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით აცხადებს მიღებას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრაზე - სამთო გამყოლი.

სკოლის ცნობით, მისაღები გამოცდა ჩატარდება 4 ნოემბერს, სწავლა დაიწყება 26 ნოემბერს

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია სათავგადასავლო ტურიზმში, მეოთხე საფეხურის სასწავლო პროცესი 15 თვეს გრძელდება.

სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების - შესწავლა ექვემდებარება განსაკუთრებულ მოთხოვნებს, წინმსწრები კვალიფიკაციის აღიარების და პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს.

დაშვების წინაპირობებია: სრული ზოგადი განათლება; ასაკი - 18 წელი ; საკონკურსო ტურზე მოითხოვება აღჭურვილობა.

აპლიკანტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში ან საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

http://mes.gov.ge/content.php?id=207&lang=geo

პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში.

საკონკურსო ტურის პირობები:

- ალპინისტური გამოცდილება, განვლილი მარშუტების სია;

- გასაუბრება;

- ფიზიკური უნარების დემონსტრირება: სათხილამურო ტექნიკური უნარების დემონსტრირება; ალპინისტური ტექნიკური უნარების დემონსტრირება;

პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში:

https://vet.emis.ge/#/

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.