ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორის კურსზე რეგისტრაციას იწყებს
07 ნოემბერი, 2017

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა აცხადებს რეგისტრაციას I დონის თხილამურებით სრიალის ტექნიკისა და მეთოდიკის ინსტრუქტორის კურსზე. რეგისტრაცია 29 ნოემბრამდე გრძელდება.

კურსის მიზანია დაანახოს დამწყებ ინსტრუქტორებს თხილამურებით სრიალის სწავლების სპეციფიკა და სირთულეები. ასევე თხილამურების ინსტრუქტორის პასუხისმგებლობის სფეროები, განსხვავებები დამწყებ და ექსპერტ მოთხილამურეებს შორის.

I დონის თხილამურებით სრიალის ტექნიკისა და მეთოდიკის ინსტრუქტორის კურსდამთავრებული გახლავთ ინსტრუქტორი დამწყები მოთხილამურეებისთვის. მისი სამუშაო არეალია მარკირებული და მომზადებული სათხილამურო ფერდობები.

კურსის ხანგრძლივბა – 7 დღეა. პირელი დღე ითვალისწინებს შესარჩევი ტურს. ტურის გავლის შემდეგ შერჩეული აპლიკანტები 6 დღის განმავლობაში გაივლიან გადამზადების კურსს.

კურსის ჩატარდება საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე.

ბაკურიანი (პირევლი ნაკადი) 18-24 დეკემბერი 2017
ბაკურიანი (მეორე ნაკადი) 1-7 მარტი 2018
გოდერძი 8-14 დეკემბერი 2017
გუდაური 18-24 დეკემბერი 2017
მესტია (თეთნულდი) 17-23 დეკემბერი 2017

აპლიკანტებს მოეთხოვებათ საკუთარი აღჭურვილობის ქონა.

კურსის არის უფასო ხოლო განთავსების, კვების და ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს თავად აპლიკანტი.
საჭიროების შემთხვევაში, კურსის მსვლელობის დროს, აპლიკანტი უზრუნველყოფილი იქნება 6 დღიანი საბაგიროს აბონემენტით.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.