ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სათერძეს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
16 აგვისტო, 2018

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ სათერძეს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესია გაიწმინდა ჩახერგილობისგან და ზედმეტი მიწისგან, გადალაგდა მორყეული საპირე წყობა, მოიხსნა და აღდგა დასუსტებული ბუტი. ჩამოცვენილი საპირე წყობის აღდგენა მოხერხდა ანასტილოზის მეთოდით.

ინტერიერი მოეწყო სუფთად თლილი კირქვის პლასტირებით. მოეწყო კონქი და კამარა სუფთად თლილი ქვიშაქვით. იატაკი მოეწყო დახერხილი ფილებით, ქართული წყობით. ქვებს შორის ნაკერები ამოივსო სპეცკირხსნარით, დამონტაჟდა ხის კარებები ლითონის ელემენტებით. სახურავის ქვეშ მოეწყო ხის კონსტრუქცია ასევე მოხდა ხის დაფინვა და ლილვების მოწყობა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.