სატრანსპორტო კომპანია “ნოვა უკრაინამ” კიევსა და ბათუმს შორის საავტობუსო რეისების განხორციელება დაიწყო
სატრანსპორტო კომპანია “ნოვა უკრაინამ” კიევსა და ბათუმს შორის საავტობუსო რეისების განხორციელება დაიწყო. როგორც ტურისტული კომპანია “ავიაქსელის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაინიშნა ავტობუსი კიევი-ბათუმი, ბათუმი-კიევის მიმართულებით.
ავტობუსი ყოველ კვირა დღეს 10:00 საათზე ჩამოვა ბათუმში და უკან დაბრუნდება იმავე დღეს 16:00 საათზე
მგზავრმა თან უნდა იქონიოს პასპორტი და პსრ ტესტის პასუხით “ნეგატიური”.
ბილეთის ფასი:
1 თვით ადრე შეძენის შემთხვევაში – 149$
14 დღით ადრე შეძენის შემთხვევაში – 169$
48 საათით ადრე შეძენის შემთხვევაში – 189$
რეისები შესრულდება შემდეგი ქალაქების გავლით:
IZMAIL, KONSTANTSA, VARNA, BURGAS, ISTAMBUL.
avianews.ge