ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სათხეს სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო
02 ოქტომბერი, 2018

ქვემო ქართლში, დაბა კაზრეთთან სათხეს სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ერთობლივი ინიციატივით, კომპანია RMG-ს დაფინანსებით ხორციელდება.

საპატრიარქოს 4 ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „RMG“-ს შორის გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის გულისხმობს.

4 წლიან პროგრამა 1.7 მლნ ლარის გამოყოფას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში V-X სააუკუნეების დროინდელი ტაძარი ისტორიულ სახეს აღიდგენს. სარეაბილიტაციო პროცესის საწყის ეტაპზე გასუფთავდება ტაძართან მიმავალი გზის მონაკვეთი და მოეწყობა დროებითი სამშენებლო-ინფრასტრუქტურელი ნაგებობები. ავთენტური ქვების მოძიების მიზნით, ტაძრის გარე და შიდა პერიმეტრზე არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მოიხსნება მიწაყრილის 60- 130 სმ სიმაღლის ფენა.

პროექტირების ეტაპზე მარკირებული 200 ზე მეტი ავთენტური ქვა დასაწყობდება, ხოლო ახალადაღმოჩენილი ქვები აზომვებისა და ფოტოფიქსაციის შედეგად იდენტიფიცირდება და სარესტავრაციო გეგმაზე დაიტანება. ტაძარი სრულად გაიწმინდება ხე-მცენარეებისაგან და სათანადო მეთოდით დამუშავდება. დღემდე შემორჩენილი კედლის მხატვრობის ფრაგმენტები კი დროებით კონსერვირდება. სამომავლოდ, სათხეს ტაძრისა და მისი მინაშენების კონსტრუქციული წყობის გამაგრებითი პროცესი წარიმართება, რაც ქსოვილზე არსებული ბზარების გამაგრებას, ავთენტური ქვების წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით ფასადებზე უკან დაბრუნებას, ჩაქცეული კამარების აღდგენასა და გადახურვის რეკონსტრუქციას გულისხმობს. ტაძრის კედლების ის ნაწილები რომლის საპერანგე ქვა ადგილზე არ იძებნება, კარიერული გზით მოპოვებული ანალოგიური ჯიშის ახალი ქვებით შეივსება. სათხის სამონასტრო კომპლექსზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუსაოების მიმდინარეობას კომპანია „ბაგინეთი +“ ახორციელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.