ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საწყობ-მაცივარს, სადაც ტემპერატურა მუდმივად -C14-ია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
04 ივნისი, 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიკანში, მესხეთის ქ.N 16-ში მდებარე ე.წ. „მაცივარს“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კომპლექსში მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი ტემპერატურაა - C 14 .

საწყობ-მაცივარი შეჭრილია ბუნებრივ ტერასაში, დიდი სასახლიდან ბელვედერისაკენ მიმავალი ბილიკის მარჯვენა მხარეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კედლები ამოყვანილია საშუალო ზომის რიყისა და ადგილობრივი კლდის ფლეთილი ქვებით; თაღოვანი ჭერის მოსაწყობად გამოყენებულია ე. წ. რუსული აგური.

საწყობ-მაცივარი ორ იარუსიანია. იარუსები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორ მარშიანი კიბით.

მსგავსი კომლექსი ცნობილია წინანდალში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.