ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება
21 სექტემბერი, 2018

სამოქალაქო ავიაციის სფეროში პილოტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობის, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან (ICAO, Part FCL) შესაბამისობაში მოყვანის და პილოტებზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება.

ცვლილებები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანება) უკვე შევიდა. ცვლილების მიხედვით, ICAO-ს Doc 9379-ის და მისი რეკომენდირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თოთხმეტიდან ექვსამდე მცირდება სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდების რაოდენობა. კერძოდ, ავიაკომპანიის სატრანსპორტო/კომერციული პილოტის მოწმობაზე განმცხადებელმა ნაცვლად ამჟამად 14 საგნისა 6 უნდა ჩააბაროს.

მსურველმა თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში: 1.საჰაერო სამართალი; 2.საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 3.ადამიანური შესაძლებლობები; 4.საექსპლუატაციო წესები; 5.ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია; 6.სახელსაწყო ფრენის წესების ფრაზეოლოგია. ამასთან, მოყვარული პილოტის მოწმობის მაძიებელმა ნაცვლად ამჟამად 9 საგნისა თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში: 1.საჰაერო სამართალი; 2.ადამიანური შესაძლებლობები; 3.საექსპლუატაციო წესები; 4.ფრაზეოლოგია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტების სამხედროდან სამოქალაქო ავიაციაში კონვერტაციის პროცესს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.