ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სახელმწიფო ციხისძირში მიწის ნაკვეთს ყიდის
19 ოქტომბერი, 2017

პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში ციხისძირში მდებარე 3303 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდება. ობიექტი აქუციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა. 

აუქციონი დღეს გამოცხადდა და მისი დასრულების თარიღი პირველი ნოემბერია. ობიექტის საწყისი ფასი 370 000 ლარია. 

"ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების გაზრდილმა რაოდენობამ კიდევ უფრო საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, ინვესტორებს ვთავაზობთ ტურისტულად მოთხოვნად ადგილებში მდებარე სახელმწიფო ქონებას სასტუმროს ასაშენებლად",- ნათქვამია "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ინფორმაციაში.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.