საზაფხულო ბანაკებსა და სალაშქრო ტურებში მონაწილეობისთვის ახალგაზრდების რეგისტრაცია იწყება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და სალაშქრო ტურებში მონაწილეობის მიზნით, ახალგაზრდების რეგისტრაცია ოწყება.
კახა კალაძის თქმით, თემატურ საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებსა და 18-29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
„პროგრამების მიზანია, ახალგაზრდობას მივცეთ შესაძლებლობა საინტერესოდ გაატარონ ზაფხულის პერიოდი. ამიტომ, ყველა მსურველს ვთავაზობ, ჩაერთონ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია ახალგაზრდებისთვის და მომდევნო წლების განმავლობაშიც ვაპირებთ ასეთი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დიზაინის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებით იგეგმება. სალაშქრო ტურები კი, თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებზე განხორციელდება, სადაც მონაწილე ახალგაზრდები პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ.
დიდ დიღომში, ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობა შეჩერდა და სავარაუდოდ, მისი დემონტაჟი განხორციელდება. მისი თქმით, მშენებლობის შეჩერებას დიდი დიღმის მოსახლეობა ითხოვდა, რადგან ობიექტი რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს.
www.travelingeorgia.ge