ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საზარბაზნე ისტორიული ქვა თუ გეოლოგიური წარმონაქმნები
26 ივლისი, 2018

დიდგორში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დროს სფერული ფორმის ელემენტები გამოავლინეს. პირველადი მონაცემების შედეგად ქვები გვიანი შუასაუკუნისდროინდელ საზარბაზნე ქვებს წააგავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი არქეოლოგიურ ობიექტებს არ წარმოადგენენ. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების შეფასებით, რომლებიც 2 დღის წინ ადგილზე იმყოფებოდნენ, აღნიშნული ელემენტები გეოლოგიური წარმონაქმნებია და მათ ისტორიოგრაფიასთან და არქეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვთ.

სპეციალისტების არგუმენტირებული ვარაუდით, გამოვლენილი გეოლოგიური ქვები კონკრეციებია (ლათინურად koncretio, რაც ნიშნავს შეზრდას, შედედებას), რომლებიც რადიალურ-სხივური აგებულების მომრგვალო ფორმის მინერალურ აგრეგატებს წარმოადგენენ და დანალექ ქანებსა და ფხვიერ ნალექებში წარმოიქმნებიან. ფორმით, ისინი შესაძლებელია სფეროსებრ, ლინზისებრ, ან შეზრდილ კონკრეციებს წარმოადგენდნენ. ასეთი ტიპის მინერალური წარმონაქმნები ზომებითაც განსხვავდებიან და მათი ამპლიტუდა რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე მერყეობს (იშვიათად 1 მ-საც აღწევს). ოკეანის ფსკერზე გავრცელებულია რკინა-მანგანუმის კონკრეციები, რომელთაც სამრეწველო მნიშვნელობა აქვს.

www.travelingeorgia.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.