II კვარტალში საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა - საქსტატი
2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 515.2 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.6-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 406.1 ათასი შეადგინა, რაც 3.9-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 221.0 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 134.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 49.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.5 პროცენტს შეადგენდა.
2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 234.7 ათასი და 45.2 ათასი ვიზიტი. 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.6 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 94.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 456.8 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 124.7 ლარი შეადგინა.
commersant.ge