ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საზოგადოება „შევარდენი“ - ქართული სპორტის მემკვიდრეობა
07 სექტემბერი, 2018

„შევარდენი“ - პირველი ქართული დამოუკიდებელი სპორტული საზოგადოება, გაერთიანება საიდანაც იწყება ეროვნული სპორტის აღმავლობა საქართველოში.

ოფიციალური ფეისბუქ გვერდი კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018-ის მონაცემებით, ადამიანები, ვინც ქმნიდნენ სპორტს ქვეყნისთვის და ქვეყანას სპორტსმენებისთვის.

ტანმოვარჯიშეთა კავშირი, რომელმაც სპორტი ხელოვნებად აქცია. „შევარდენი“ 100 წლისაა! იულიუს გრუმლიკი, ბარნა პეტუჩეკი, ვაცლავ კოუბა, ანტონ ლუკეში - ეს ის სახელებია, რომელიც სპეციალისტთა ვიწრო წრის გარდა დღეს თითქმის არავის ახსოვს. ყველა მათგანი სამუდამოდაა დაკავშირებული ჩვენს სპორტთან. ისინი პროფესიული ქართული სპორტის სათავეებთან იდგნენ. სპორტსაზოგადოების ემბლემაზე წმინდა გიორგი იყო გამოსახული, მიზანი კი ხალხის გაჯანსაღება, მისი ზნეობრივი და სულიერი აღზრდა და მოსახლეობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება იყო.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იმდროინდელმა მთავრობამ მალევე გააუქმა „შევარდენი“. ეს 1922 წლის 3 ნოემბერს მოხდა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქართული სპორტის მუზეუმში „შევარდენთან“ დაკავშირებული არაერთი ნივთია დაცული, უნიკალური ფოტოდა საარქივო მასალა, სამკერდე ნიშნები, დღიურები, გამოცემები და სხვა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.