ეროვნული ბანკი ახალი კოლექციო მონეტების გამოშვებას გეგმავს. ბანკმა მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით კონკურსი უკვე გამოაცხადა.
ამჯერად მონეტები სამ თემატიკას მოიცავს, აქედან ორი საკოლექციო სერიიდან "საქართველოს მეფეებისთვის“ მეფე ვახტანგ I გორგასლისა და გიორგი V ბრწყინვალეს თემებზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები იქნება გამოშვებული.
მეორე მონეტის თემატიკა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატია - EUROBASKET 2022. როგორც ცნობილია, საქართველომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის - EUROBASKET 2022 მასპინძლობის უფლება 2019 წელს მოიპოვა. იტალიის (მილანი), გერმანიის (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთის (პრაღა) ქვეყნებთან ერთად.
"ევრობასკეტი 2022-ის“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის გამოშვების და აცხადებს შესაბამისი დიზაინის ესკიზის შესარჩევ კონკურსს.
business-partner.ge