ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სენაკის რკინიგზის სადგური თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს
31 იანვარი, 2018

სენაკში არქიტექტურულად ერთ-ერთი გამორჩეული შენობა, XX საუკუნის 50-იან წლებში აგებული რკინიგზის სადგური მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.

სადგურის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები რკინიგზის სადგურს დღემდე არ ჩატარებია.

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია შენობის სახურავის შეკეთება, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა და მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა კარ-ფანჯრები. მიმდინარეობს გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია.

უახლოეს პერიოდში კეთილმოეწყობა სადგურის მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდება გარეგანათების თანამედროვე სისტემა.

პროექტის ღირებულება 134 999 ლარია და მას საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია “ჯიარ ქონების მართვის’’ ახორციელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.