ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სეპარატიზმის ფასი - სსრკ-ის ერთ დროს საუკეთესო სპორტული ბაზა აფხაზეთში სრულად გაპარტახდა
04 თებერვალი, 2022

აფხაზეთში დღემდე ხელუხლებლადაა (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) შემორჩენილი სსრკ-ის ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური სპორტული ბაზა „ეშერა“. ეს ადგილი, თავისი ნაგებობებით იმდენად ხელუხლებელია, რომ უბრალოდ იშლება. არადა, თავის დროზე აქ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები ვარჯიშობდნენ. 

ადგილი მართლაც უნიკალურია - შავი ზღვის სანაპირო, თერმული წყლები, მიმოზების ხეივანი, ციტრუსების პლანტაციები.

სოფელ ქვემო ეშერამდე სოხუმიდან ავტომობილით 10 წუთის სავალია. გაპარტახებულ სპორტულ ბაზამდე ვიდრე მოხვალთ, მანამდეც ვერ დაგხვდებათ უკეთესი სურათი. ბაზამდე მისასვლელი ძველი გზით ეკალბარდების და ჯაგების გავლა მოგიწევთ, ხოლო სანაპიროს მხრიდან მობალახე ნახირში უნდა გაიაროთ.

„ეშერა“ უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშლილი და მისი ფართობი 64 ჰა-ს აღწევს. ერთდროულად აქ 3 ათასამდე სპორტსმენი ვარჯიშობდა. 

სპორტბაზის ტერიტორია მოიცავდა:

- 5 საფეხბურთო მოედანს;

- ფრენბურთისა და კალათბურთის დარბაზებს;

- ტანვარჯიშის კომპლექსს;

- ბადმინტონის, ხელბურთისა და ჩოგბურთის მოედნებს;

- სარბენი ბილიკები;

- რამდენიმე აუზი, მათ შორის ღია ცის ქვეშ;

- ველოტრეკი 40 მანქანაზე გათვლილი ავტოფარეხით;

- სპეციალური მოედნები ბირთვის კვრის, მშვილდოსნობისა და მინი-გოლფისთვის;

- ტბა, დასასვენებელი კოტეჯები, სათბური, აბანო, ფანტანები, ავტოგასამართი სადგური, ბოსტნეულის საცავო;

- და რა თქმა უნდა - საცეკვაო მოედანი.

წყარო: sports.ru

commersan.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.