ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მფლობელები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი პროტესტი, გუშინ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებამ გამოიწვია. მინისტრმა თქვა, რომ ხელისუფლებამ ბანკებთან მოლაპარაკება გამართა და ისინი მზად არიან, მცირე და საოჯახო სასტუმროებს სესხების რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბანკებში მისვლა და სესხების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა აქამდეც შეეძლოთ და ამაში მთავრობის დახმარება არავის სჭირდება.
„მთავრობასთან შეხვედრებს ვმართავდით და გვპირდებოდნენ, რომ იანვრიდან მოხდებოდა ჩვენი სესხების გადავადება ან დასუბსიდირება. ახლა გუშინ ნათია თურნავა გამოვიდა და თქვა, რომ თურმე საჩუქარი გაგვიკეთა. ჩვენი სესხების რესტრუქტურიზაციით პროცენტი კოლოსალურად გვეზრდება და ეს არაფერში გვჭირდება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
BMG