ბათუმის ზღვისპირა ბულვარში ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ტექნიკური სამუშაოები ძველი და ახალი ბულვარის მასშტაბით, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ ბულვარის ზოოკუთხეში, გედების ტბა გაიწმინდა, ➡სამღებრო და სარემონტო სამუშაოები უტარდება შადრევნების ავზებს და ბათუმის ბულვარის ბალანსზე არსებულ მონუმენტურ ქანდაკებებს (მშობელი ეტლით; სიყვარულის ახსნა; ლოკოკინა; კურიერი გულით; ლიბერტე; ყირამალა; მე მიყვარს გარემო; ნერგები;).
ქანდაკებების სამღებრო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და მაისის ბოლომდე დასრულდება.
ბათუმის ბულვარში სანაპირო ზოლის მოსწორებითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკით მოსწორდება ახალი და ძველი ბულვარის პლაჟები, რის შემდგომაც საპლაჟე ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის განთავსება დაიწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით სრულდება და ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ბულვარი ერთწლოვანი, სეზონურად მოყვავილე ყვავილებით გაფორმდა.
www.travelingeorgia.ge